სსიპ ქალაქ თბილისის N167 საჯარო
სკოლის დირექტორს,
ქალბატონ ელენე ფუტკარაძეს
ამავე სკოლის დაწყებითი საფეხურის
მასწავლებლის
რუსუდან გორგაძის
გ ა ნ ც
ხ ა დ ე ბ ა
სურვილი
მაქვს, 2019 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით სსიპ ქალაქ თბილისის N167 საჯარო
სკოლაში IVგ კლასის ბაზაზე დაიწყოს ფუნქციონირება სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების
წრემ ,,ხელოვნება“. საწრეო მუშაობა ჩატარდება ყოველ
ხუთშაბათს მეექვსე გაკვეთილზე.
საწრეო მუშაობის მიზნები
მოსწავლემ
შეძლოს:
Ø მოსწავლეთა შემოქმედებითი თვითგამოხატვის
და თვითრეალიზაციის უზრუნველყოფა;
Ø ესთეტიკური აღქმისა და მშვენიერების
განცდის უნარის განვითარება;
Ø შემოქმედებითი
აზროვნებისა და ემოციური სფეროს განვითარება;
Ø სხვადასხვა მასალისა და ტექნიკის
ფლობის, ახალი გამომსახველობითი ხერხების დაუფლებისა და პრაქტიკაში რეალიზების
უნარ-ჩვევების განვითარება;
Ø სოციალური და საკომუნიკაციო უნარების
განვითარება.
გთხოვთ, დამრთოთ ნება, რომ აღნიშნულმა
წრემ ამა წლის 31 იანვრიდან დაიწყოს მუშაობა.
განმცხადებელი: რ.გორგაძე
თარიღი: 28.01.2019
No comments:
Post a Comment