IV კლასი
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები
მიმართულება: შემოქმედებითობა და პრაქტიკა
ს.გ.IV.1. მოსწავლემ უნდა შეძლოს საკუთარ ინტერესებსა და გამოცდილებაზე დაყრდნობით, ჩანაფიქრის, იდეის, გუნება-განწყობის (ემოციების) და/ან გარემოზე დაკვირვების შედეგად მიღებული შთაბეჭდილებების ასახვა ნამუშევარში სახვითი ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების გამოყენებით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ასახავს ნამუშევარში ბუნებაზე, ბუნების მოვლენებზე და ობიექტებზე დაკვირვების შედეგებს სხვადასხვაგვარი სახვითი საშუალებებით (მაგ., ჭექა-ქუხილი, დღე-ღამე,წელიწადის დრო და სხვ.);
· ირჩევს მხატვრულ ხერხებს (ელემენტები და პრინციპები) საკუთარი ჩანაფიქრის, შთაბეჭდილების და ემოციის გადმოსაცემად;
· იყენებს სხვადასხვა ტიპის ხაზს, კონტურს და შტრიხს;
· ფერების შეზავებით იღებს სასურველ ფერს (მაგ., მოყვითალო მწვანე, მოლურჯო მწვანე);
· თეთრის ან შავი ფერის დამატებით ცვლის ფერის ტონალობას (ნათელი-ბნელი,ვარდისფერი, რუხი, ცისფერი და სხვა);
· იყენებს კონტრასტულ ფერებს;
· ქმნის კონტრასტულ ნამუშევრებს საპირისპირო წყვილების გამოყენებით (დიდი-პატარა, ბნელი-ნათელი და სხვ.)
· აკვირდება გარემოში ფორმათა მრავალფეროვნებას და ასახავს ნამუშევარში;
· შეარჩევს და განალაგებს სხვადასხვა ზომის გამოსახულებებს წინა და უკანა ხედის გადმოსაცემად;
· ქმნის სიმეტრიულ და ასიმეტრიულ ნამუშევრებს;
· სხვადასხვა ხერხით (ფორმით, ზომით, ფერით) გამოყოფს ნამუშევარში მთავარს;
· სხვადასხვა მხატვრული ხერხით ნამუშევარში გადმოსცემს დინამიკას (ქარი, ფეხბურთი, ფოთოლცვენა და სხვ.).
ს.გ.IV.2. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა მასალისა და ტექნიკის შერჩევა და გამოყენება საკუთარი ჩანაფიქრის და იდეის განსახორციელებლად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· მრავალფეროვანი მასალისა და ტექნიკის გამოყენებით ქმნის ნამუშევრებს სხვადასხვა ჟანრში (პორტრეტი, ნატურმორტი, პეიზაჟი, ყოფითი ჟანრი);
· ძერწავს და ქმნის მცირე პლასტიკის ნიმუშებს, მარტივ კომპოზიციებს, კონსტრუქციებს სხვადასხვა (ბუნებრივი, ხელოვნური) მასალის გამოყენებით;
· ქმნის დეკორატიული და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებს მრავალფეროვანი მასალის საშუალებით (თასები, მძივები და სხვ.);
· მუშაობის პროცესში იყენებს განსხვავებულ ხერხებს, ატარებს ექსპერიმენტებს სხვადასხვა მასალის გამოყენებით;
· ქმნის გარემოში არსებული განსხვავებული ფაქტურის იმიტაციას/ილუზიას მრავალფეროვანი ტექნიკის გამოყენებით;
· კომპიუტერულ სახატავ პროგრამაში ქმნის ნამუშევრებს (იყენებს სხვადასხვა ტიპისა და სისქის ხაზს, კონტურს, ფერს; გამოსახავს ორგანზომილებიან ფორმებს,ორნამენტს);
· კომპიუტერულ სახატავ პროგრამაში ქმნის რიტმულ, სიმეტრიულ, ასიმეტრიულ ნამუშევრებს.
მიმართულება: კომუნიკაცია და ინტერპრეტაცია
ს.გ.IV.3. მოსწავლემ უნდა შეძლოს თანაკლასელებთან თანამშრომლობით (წყვილში, გუნდში) შესასრულებელი სამუშაოს დაგეგმვა და განხორციელება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ერთობლივი მუშაობისას (ღონისძიების დაგეგმვა/განხორციელება, ნამუშევრის შექმნა წყვილში/ჯგუფში) უზიარებს თანაკლასელებს განსხვავებულ მოსაზრებებს, იდეებს, მათთან ერთად იღებს საერთო გადაწყვეტილებებს;
· ელექტრონულად უგზავნის საკუთარ ციფრულ ნამუშევარს როგორც თანაკლასელებს, ისე მასწავლებელს;
· იჩენს სხვებთან თანამშრომლობის ინიციატივას და ეხმარება თანაკლასელებს;
· იცავს დროის ლიმიტს ყველა ტიპის აქტივობის შესრულებისას;
· ირჩევს სამუშაო იარაღებს, მასალას, აწესრიგებს მათ განსაზღვრული დროის მონაკვეთში.
ს.გ.IV.4. მოსწავლემ უნდა შეძლოს ინდივიდუალური და ერთობლივი ნამუშევრის წარდგენა; აზრის, იდეების, შთაბეჭდილებების გაზიარება და საუბარი საკუთარ, თანაკლასელთა ან ცნობილ ხელოვანთა ნამუშევრებზე შესაბამისი ტერმინოლოგიის გამოყენებით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ინდივიდუალური, ერთობლივი ნამუშევრის წარდგენისას საუბრობს ჩანაფიქრის, იდეის შესახებ (თუ რისი ასახვა სურდა), ასახელებს გამოყენებულ ელემენტებს (მაგ.,ხაზი, ფორმა, ფერი), პრინციპებს (მაგ., რიტმული გამოსახულებები) მასალას და სხვა;
· სხვებს უზიარებს საკუთარ შთაბეჭდილებებს თანაკლასელთა ან ცნობილ მხატვართანამუშევრის შესახებ (ნამუშევრის შინაარსზე, ჟანრზე, დარგზე, რა მოსწონს ან არ მოსწონს) და ცდილობს დაასაბუთოს საკუთარი პოზიცია;
· საუბრისას იყენებს შესაბამის ტერმინოლოგიას (მასალის ჩამოთვლისას, სახვითი ხელოვნების ელემენტების დასახელებისას, მაგ., სქელი კონტური გამოვიყენე და სხვა);
· უსმენს, აცდის სხვებს აზრის გამოთქმას, სვამს და პასუხობს კითხვებს, ურჩევს და თავად იღებს რჩევებს, ხმარობს კორექტულ გამოთქმებს;
· ნამუშევრის წარდგენისას მხარს უჭერს და ამხნევებს თანაკლასელებს.
მიმართულება: ხელოვნების აღქმა კონტექსტში
ს.გ.IV.5. მოსწავლემ უნდა შეძლოს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგებისა და ზოგიერთი ჟანრის განსხვავება ერთმანეთისგან, მათი დაკავშირება ყოველდღიურ ცხოვრებასთან და სხვა საგნებში განვლილ მასალასთან.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ადარებს სახვითი ხელოვნების სხვადასხვა დარგის ნიმუშებს გამომსახველობითი ხერხების, მასალის, ტექნიკის მიხედვით;
· ასახელებს და ამოიცნობს ზოგიერთ ჟანრს (ნატურმორტი, პეიზაჟი, პორტრეტი, ყოფითი);
· ასახელებს და ახასიათებს სახვითი ხელოვნების დარგებთან დაკავშირებულ პროფესიებს (მხატვარი, მოქანდაკე, არქიტექტორი და სხვ.);
· აგროვებს ინფორმაციას ცნობილ არქიტექტურულ ძეგლებზე, ფერწერულ ნამუშევრებზე, ქანდაკებებზე, დეკორატიულ-გამოყენებითი და ხალხური შემოქმედების ნიმუშებზე და აცნობს თანაკლასელებს; მუშაობს ინტეგრირებულ პროექტებზე (ქართული, ბუნებისმეტყველება, მუსიკა და სხვ.);
· საუბრობს იმ ნამუშევრის შესახებ, რომელმაც განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა სამხატვრო გალერეაში ან მუზეუმში ყოფნისას და ასაბუთებს რატომ;
· ადარებს ერთსა და იმავე თემაზე შექმნილ ხელოვნების ნიმუშს ლიტერატურულ ან მუსიკალურ ნაწარმოებს და საუბრობს თავის შთაბეჭდილებებზე.
შინაარსი და რეკომენდაციები
სახვითი ხელოვნების ძირითადი ელემენტები და პრინციპები:
ხაზი: სხვადასხვა ტიპის და სისქის ხაზი, კონტური და შტრიხი.
აქტივობები ხაზით:
მოსწავლე იყენებს შტრიხს და სხვადასხვა ტიპის ხაზს გამოსახულებების შესაქმნელად;სხვადასხვა ტიპის ხაზების გამოყენებით ცდილობს გადმოსცეს მოძრაობა (მაგ., ხეების მოძრაობა ქარში და სხვ.).
ფერი: ძირითადი და შედგენილი, ცივი და თბილი, კონტრასტული ფერები, ტონალობა -თეთრის ან შავი ფერის დამატებით მიღებული ტონი.
აქტივობები ფერით:
მოსწავლე ჩანაფიქრის, გუნება-განწყობილების (ემოციების) და დაკვირვების შედეგად მიღებულ შთაბეჭდილებების გადმოსაცემად იყენებს ძირითად, შედგენილ, ცივ და თბილ ფერებს, კონტრასტულ ფერებს, მათი გამოყენებით აქცენტირებას აკეთებს განსაკუთრებით ემოციურ ან საყურადღებო სიუჟეტებზე.
იყენებს ტონალობას (თეთრის ან შავი ფერის დამატებით ცვლის სინათლის ხარისხს: ნათელი-ბნელი-ვარდისფერი, ცისფერი, იასამნისფერი და სხვა).
აკვირდება გარემოში ობიექტებს, მათ შეფერილობას და ასახავს ნამუშევარში; გამოხატავს შესაბამისი ფერით დღე-ღამის სხვადასხვა მონაკვეთს, წელიწადის დროს, რაიმე მოვლენას და სხვ.
კონტრასტული ფერებით ხატავს ეგზოტიკურ ფრინველებს, ცხოველებს, მცენარეებს, დღესასწაულებს, არდადეგების ყველაზე დასამახსოვრებელ მომენტებს და სხვ.
ცივი და თბილი ფერების გამოყენებით ქმნის გარკვეულ განწყობილებას.
ფერების შეზავებით იღებს სასურველ ფერს.
ფორმა: 2D და 3D - ბრტყელი და მოცულობითი, სიმეტრიული და ასიმეტრიული.
აქტივობები ფორმით:
მოსწავლე იყენებს სიმეტრიულ და ასიმეტრიულ ფორმებს ნამუშევრის შესაქმნელად. თავად ქმნის ორ და სამგანზომილებიან - ბრტყელ და მოცულობით ფორმებს და აწყობს კონსტრუქციებს; თიხით, პლასტილინით, ცვილით, ცომის გამოყენებით ძერწავს მცირე პლასტიკის ნიმუშებს და ქმნის კომპოზიციას, კონსტრუქციას, სხვადასხვა საგანს.
პრინციპები: რიტმი, წინა და უკანა ხედი, ძირითადის გამოყოფა, სტატიკა, დინამიკა, კონტრასტი.
გამოყენებული პრინციპები:
მოსწავლე გადმოსცემს წინა და უკანა ხედს გამოსახულების ზომის, მკვეთრი და მკრთალი ფერების საშუალებით (წინა ხედი - მკვეთრი, უკანა ხედი - მკრთალი); ცდილობს გადმოსცეს/დახატოს/გამოძერწოს სტატიკური და დინამიკური გამოსახულებები (მაგ., ფოთოლცვენა, ქარი, ბავშვები თამაშობენ ბურთს და სხვ.); ქმნის რიტმულ გამოსახულებებს, სხვადასხვა ზომით,ფერით გამოყოფს მთავარს ნამუშევარში; აკვირდება გარემოში საპირისპირო წყვილებს: კონტრასტულ ფერებს (ბუნებაში, სამოსზე და სხვ.), ბნელ და ნათელ, დიდ და პატარა (ადამიანები, საგნები და სხვ.) გამოსახულებებს და ასახავს ნამუშევარში.
მასალა და იარაღი: ფანქარი (ფერადი, უბრალო), პასტელი, ფლომასტერი, გუაში, აკვარელი,ნახშირი, სანგინა, ფერადი ქაღალდი, მუყაო, ქსოვილი, პლასტილინი, თიხა, ტრადიციულ და არატრადიციული მასალა (პლასტმასის და მინის ბოთლები, ლითონის ნივთები, მუყაოს და პოლიეთილენის პარკები და სხვ.), ფუნჯი, მაკრატელი, წებო.
ტექნიკა და პროცედურა: ფერწერა, გრაფიკა, ძერწვა, აპლიკაცია, კოლაჟი, მოზაიკა, ანაბეჭდი, მონოტიპია, კომპიუტერული სახატავი პროგრამა და სხვა.
გამოყენებული მასალა და ტექნიკა:
მოსწავლე მრავალფეროვანი მასალისა და ტექნიკით, სხვადასხვა ხერხის, ტრადიციული და არატრადიციული იარაღის გამოყენებით ატარებს ექსპერიმენტებს. იყენებს ფანქრებს, საღებავებს, მარკერებს, ცარცს, ცვილს, ცომს, ჟურნალ-გაზეთებს, საკაწრავ საშულებას, მძივებს, ქვებს, ნიჟარებს, თოკს, მავთულს, სხვადასხვა ზომის ლითონისა და მუყაოს ყუთებს და სხვა მრავალფეროვან ხელოვნურ თუ ბუნებრივ მასალას გრაფიკული, ფერწერული, აპლიკაციის, კოლაჟის, ანაბეჭდების, მონოტიპიის, მცირე პლასტიკის ნიმუშების, მარტივი ნაკეთობების, კონსტრქუციების და სხვ. შესაქმნელად.
გადმოსცემს გარემოში/ბუნებაში არსებული სხვადასხვა ობიექტის ფაქტურის იმიტაციას/ილუზიას (დაჭმუჭნული ქაღალდით, დაკაწვრით, ჯაგრისით, სხვადასხვა ტიპის ხაზის, ლაქის გამოყენებით და სხვ.).
სავარაუდო თემები: “ზაფხულის ერთი დღე”, "ზამთრის არდადეგები", “დილა”, “ჩემი ოჯახი”, “ოჯახური ტრადიცია”, “დაბადების დღე”, “პეპელა”, “ჩემი საყვარელი ცხოველი”, "ჩემი სკოლა", “ზღაპრების ქვეყანაში”, “ჯადოსნური ტყე”, “წინათ და ახლა”, ცხოვრებაში ნანახი ყოფითი სცენები ან გაგონილი ამბები (მაგ.,, რთველი, ოჯახური დღესასწაულები და სხვა), „ჩემი გარემო“ (ქალაქი, სოფელი, სატრანსპორტო საშუალებები (მატარებელი, მანქანა, თვითმფრინავი), ხიდები, შენობები, მოედნები და სხვ.),“მოგზაურობა დროში”, სერია: “მოგზაურობა დედამიწის გარშემო”, “მოგზაურობა გემით/ თვითმფრინავით/მატარებლით...”, “სადგური”, “აეროპორტი”, “ნავსადგური”, “ბიბლიოთეკა”, “მომავლის ტრანსპორტი”, “თეატრში”, “ქუჩაში”, “სპორტული შეჯიბრი”,’’უცნაური საფრენი აპარატი’’ და სხვ. (შეიძლება იყოს ადგილობრივი საწარმოს, ადგილობრივი არქიტექტურული ძეგლის, ადგილობრივი და უცხოური ტრადიციის ამსახველი თემებიც) ასევე თემები საკუთარი ფანტაზიის მიხედვით.
· ირჩევს მხატვრულ ხერხებს (ელემენტები და პრინციპები) საკუთარი ჩანაფიქრის, შთაბეჭდილების და ემოციის გადმოსაცემად;
· ფერების შეზავებით იღებს სასურველ ფერს (მაგ., მოყვითალო მწვანე, მოლურჯო მწვანე);
· იყენებს კონტრასტულ ფერებს;
· აკვირდება გარემოში ფორმათა მრავალფეროვნებას და ასახავს ნამუშევარში;
· ქმნის სიმეტრიულ და ასიმეტრიულ ნამუშევრებს;
ს.გ.IV.2. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა მასალისა და ტექნიკის შერჩევა და გამოყენება საკუთარი ჩანაფიქრის და იდეის განსახორციელებლად.
· ქმნის დეკორატიული და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებს მრავალფეროვანი მასალის საშუალებით (თასები, მძივები და სხვ.);
· კომპიუტერულ სახატავ პროგრამაში ქმნის ნამუშევრებს (იყენებს სხვადასხვა ტიპისა და სისქის ხაზს, კონტურს, ფერს; გამოსახავს ორგანზომილებიან ფორმებს,ორნამენტს);
ს.გ.IV.3. მოსწავლემ უნდა შეძლოს თანაკლასელებთან თანამშრომლობით (წყვილში, გუნდში) შესასრულებელი სამუშაოს დაგეგმვა და განხორციელება.
· ელექტრონულად უგზავნის საკუთარ ციფრულ ნამუშევარს როგორც თანაკლასელებს, ისე მასწავლებელს;
· იცავს დროის ლიმიტს ყველა ტიპის აქტივობის შესრულებისას;
· სხვებს უზიარებს საკუთარ შთაბეჭდილებებს თანაკლასელთა ან ცნობილ მხატვართანამუშევრის შესახებ (ნამუშევრის შინაარსზე, ჟანრზე, დარგზე, რა მოსწონს ან არ მოსწონს) და ცდილობს დაასაბუთოს საკუთარი პოზიცია;
მოსწავლე იყენებს შტრიხს და სხვადასხვა ტიპის ხაზს გამოსახულებების შესაქმნელად;სხვადასხვა ტიპის ხაზების გამოყენებით ცდილობს გადმოსცეს მოძრაობა (მაგ., ხეების მოძრაობა ქარში და სხვ.).
აქტივობები ფერით:
აკვირდება გარემოში ობიექტებს, მათ შეფერილობას და ასახავს ნამუშევარში; გამოხატავს შესაბამისი ფერით დღე-ღამის სხვადასხვა მონაკვეთს, წელიწადის დროს, რაიმე მოვლენას და სხვ.
ცივი და თბილი ფერების გამოყენებით ქმნის გარკვეულ განწყობილებას.
აქტივობები ფორმით:
მოსწავლე გადმოსცემს წინა და უკანა ხედს გამოსახულების ზომის, მკვეთრი და მკრთალი ფერების საშუალებით (წინა ხედი - მკვეთრი, უკანა ხედი - მკრთალი); ცდილობს გადმოსცეს/დახატოს/გამოძერწოს სტატიკური და დინამიკური გამოსახულებები (მაგ., ფოთოლცვენა, ქარი, ბავშვები თამაშობენ ბურთს და სხვ.); ქმნის რიტმულ გამოსახულებებს, სხვადასხვა ზომით,ფერით გამოყოფს მთავარს ნამუშევარში; აკვირდება გარემოში საპირისპირო წყვილებს: კონტრასტულ ფერებს (ბუნებაში, სამოსზე და სხვ.), ბნელ და ნათელ, დიდ და პატარა (ადამიანები, საგნები და სხვ.) გამოსახულებებს და ასახავს ნამუშევარში.
ტექნიკა და პროცედურა: ფერწერა, გრაფიკა, ძერწვა, აპლიკაცია, კოლაჟი, მოზაიკა, ანაბეჭდი, მონოტიპია, კომპიუტერული სახატავი პროგრამა და სხვა.
სავარაუდო თემები: “ზაფხულის ერთი დღე”, "ზამთრის არდადეგები", “დილა”, “ჩემი ოჯახი”, “ოჯახური ტრადიცია”, “დაბადების დღე”, “პეპელა”, “ჩემი საყვარელი ცხოველი”, "ჩემი სკოლა", “ზღაპრების ქვეყანაში”, “ჯადოსნური ტყე”, “წინათ და ახლა”, ცხოვრებაში ნანახი ყოფითი სცენები ან გაგონილი ამბები (მაგ.,, რთველი, ოჯახური დღესასწაულები და სხვა), „ჩემი გარემო“ (ქალაქი, სოფელი, სატრანსპორტო საშუალებები (მატარებელი, მანქანა, თვითმფრინავი), ხიდები, შენობები, მოედნები და სხვ.),“მოგზაურობა დროში”, სერია: “მოგზაურობა დედამიწის გარშემო”, “მოგზაურობა გემით/ თვითმფრინავით/მატარებლით...”, “სადგური”, “აეროპორტი”, “ნავსადგური”, “ბიბლიოთეკა”, “მომავლის ტრანსპორტი”, “თეატრში”, “ქუჩაში”, “სპორტული შეჯიბრი”,’’უცნაური საფრენი აპარატი’’ და სხვ. (შეიძლება იყოს ადგილობრივი საწარმოს, ადგილობრივი არქიტექტურული ძეგლის, ადგილობრივი და უცხოური ტრადიციის ამსახველი თემებიც) ასევე თემები საკუთარი ფანტაზიის მიხედვით.
No comments:
Post a Comment