საწრეო მუშაობის რეფლექსია
ქალაქ თბილისის N167 საჯარო სკოლის IVგ კლასში 2018-2019 სასწავლო წლის მეორე სემესტრში შეიქმნა სახვითი და გამოყენებითი წრე. წრის მუშაობის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყო ყველა დაინტერესებულ პირთათვის, რადგან წრის შექმნის შესახებ ინფორმაცია მშობლებს მივაწოდე სიტყვიერადაც და ელექტრონულადაც (სოციალურ ქსელში გავაზიარე ბლოგის მისამართი, სადაც დეტალურად მქონდა აღწერილი წრის შექმნის მიზანი).
წრეში გაერთიანებული იყო თექვსმეტი მოსწავლე. საწრეო მუშაობა ტარდებოდა კვირაში ერთხელ, ხუთშაბათობით, ხუთი გაკვეთილის შემდეგ. საწრეო მუშაობაზე განსახილველი საკითხები წინასწარ შევათანხმე მოსწავლეებთან მათი ინტერესებისა და ესგ-ს სტანდარტის გათვალისწინებით.
საწრეო მუშაობის მიზანია მოსწავლეებმა შეძლონ შემოქმედებითი თვითგამოხატვისა და მშვენიერების განცდის უნარის განვითარება. ასევე, სხვადასხვა მასალისა და ტექნიკის დაუფლების განვითარება.
საწრეო მუშაობა საკმაოდ ეფექტური გამოდგა, მოსწავლეებს განსაკუთრებით მოეწონათ ორიგამებზე მუშაობა. ორიგამის ტექნიკით შექმნეს: დელფინები, პეპლები, თევზები, დრაკონები და ვარდები. ასევე, შექმნეს სააღდგომო აპლიკაციები ძაფისგან (ცხვარი და წიწილა). საგაზაფხულო თმატიკასთან დაკავშირებით მოსწავლეებმა შექმნეს სანათის საკიდები საკლასო ოთახის გასალამაზებლად.
სამუშაო სასწავლო გარემო იყო მშვიდი, კეთლგანწყობილ ურთიერთობებზე აგებული. ვცდილობდი, რომ მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობები ყოფილიყო ყოველ მეცადინეობაზე. მოსწავლეები იცავდნენ ქცევის წესებს, ჩემს მიერ მიცემული ინსტრუქციები მათთვის იყო გასაგები.
წრის წევრებთან ერთად, მიმაჩნია, რომ მიზანს მივაღწიეთ. მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი, მომავალშიც, წრის მუშაობის გაგრძელების შესახებ. მათი გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომ მოსწავლეებს მოსწონდათ საწრეო მუშაობა, საინტერესო აქტივობებისათვის და საერთოდ წრეობრივი მუშაობის შექმნისთვის.
ანალოგიურად, მშობლებიც კმაყოფილებით და ენთუზიაზმით შეხვდნენ საწრეო მუშაობის გაგრძელებას მეორე სემესტრშიც. მათ წლის ბოლოს აღნიშნეს, რომ წრე იყო საინტერესო და სახალისო მათი შვილებისთვის.
No comments:
Post a Comment